top of page

სამუშაო პროცესების გაციფრულება

გაციფრულება ნიშნავს, რომ თქვენ მართავთ გუნდებს და არა გუნდები - თქვენ

რა არის სამუშაო პროცესების გაციფრულება?

სამუშაო პროცესების გაციფრულება ნიშნავს, რომ ორგანიზაციის ყოველდღიური მუშაობა (ამოცანები, პროექტები, შეთანხმებები, ფაილები და კომუნიკაცია) გადადის ერთიან ციფრულ სისტემაში.

 

CRM-ის გაციფრულება არის კლიენტებთან მუშაობის ერთ სისტემაში გადატანა: კონტაქტები, კომუნიკაციის ისტორია, გაყიდვების ეტაპები, დავალებები და follow-up-ები.

AI ინსტრუმენტები ამ პროცესში დამატებით ეხმარება: ამზადებს დოკუმენტებს/შეჯამებებს, აჩქარებს რუტინულ მოქმედებებს და ამცირებს ხელით შესასრულებელ სამუშაოს.

გაციფრულების შედეგები

  • ერთიანი სივრცე: პროექტები, დავალებები, ფაილები და კომუნიკაცია ერთ სივრცეში — არაფერი იკარგება.

  • კონტროლი და პროგრესი: ყოველთვის ხედავთ ვინ რას აკეთებს და რა ეტაპზეა სამუშაო (დავალებები, პროექტები).

  • CRM & გაყიდვები: კლიენტთან მუშაობის სრული ციკლი და მარტივი ავტომატიზაციები გაყიდვებში.

ოფიციალური პარტნიორები
Monday Badge.png
IPMA Georgia

30%

ხარჯების შემცირება

პროცესების დაჩქარებით, რესურსების ოპტიმიზაციით

45%

დროის დაზოგვა

რუტინული პროცესების ავტომატიზაციით

25%

გუნდის ეფექტურობა

გამართული კომუნიკაციითა და კონტროლით

40%

დედლაინების დაცვა

პროცესების გამჭვირვალობის და ავტომატიზაციების ხარჯზე

ციფრული პლატფორმები

პლატფორმები, რომლებსაც ვიყენებ:

 

  • Monday.com / Monday CRM – ინტუიციური ინტერფეისი, შესანიშნავია ვიზუალური დაგეგმვისა და დეპარტამენტთაშორისი თანამშრომლობისთვის; CRM და AI ინტეგრაცია

  • Microsoft Project – მძლავრი პლატფორმა კომპლექსური პროექტების დაგეგმვისთვის, Gantt დიაგრამებისა და რესურსების მართვისთვის

  • Microsoft 365 – უწყვეტი თანამშრომლობა Teams, Planner, Outlook, SharePoint, Project, Power BI და Copilot-ის მეშვეობით — იდეალურია Microsoft-ის ეკოსისტემის მომხმარებლებისთვის

  • ClickUp –მარტივად მორგებადი პროექტების, დავალებებისა და გუნდური სამუშაო პროცესებისთვის; იდეალურია ინტეგრირებული სამუშაო სივრცეებისთვის; მარტივი CRM და AI ინტეგრაცია

  • Asana - სიმარტივი პლატფორმა, საუკეთესოა გუნდური კოორდინაციისთვის ზედმეტი სირთულეების გარეშე.

  • Jira – ინდუსტრიული სტანდარტი IT და Agile გუნდებისთვის; საუკეთესოა Scrum/Kanban ბორდებისთვის, Sprint დაგეგმვისა და დეველოპერული პროცესების თვალყურისდევნებისთვის

  • Trello - ვიზუალური მართვის (Kanban) უმარტივესი გზა მცირე გუნდებისა და სწრაფი პროექტებისთვის.

  • Bitrix24 – ძლიერი გადაწყვეტა იმ კომპანიებისთვის, რომლებსაც სჭირდებათ ერთ ეკოსისტემაში ძლიერი CRM, HR და დავალებების მართვის ინსტრუმენტები

 

 

AI & ავტომატიზაცია: თქვენი ციფრული თანაშემწეები

ტექნოლოგია, რომელიც მუშაობს მაშინაც კი, როცა თქვენ ისვენებთ:

  • ავტომატიზაცია (Make.com, Zapier): ვაკავშირებ თქვენს პროგრამებს ერთმანეთთან. მონაცემები თავისით გადადის ერთი სისტემიდან მეორეში – ხელით წერის გარეშე.

  • AI აგენტები (N8N & GPT): ვქმნი "ჭკვიან" ასისტენტებს, რომლებიც თავად ამუშავებენ დოკუმენტებს, აკეთებენ ანალიტიკას და გეხმარებიან ყოველდღიური გადაწყვეტილებების მიღებაში.

 ციფრული ტრანსფორმაციის 6 ნაბიჯი

1

პროცესების ანალიზი

სამუშაო დინამიკის, პრობლემური წერტილების (Pain Points) და ბიზნეს-საჭიროებების სიღრმისეული აუდიტი.

2

სტრატეგია და არქიტექტურა

ოპტიმალური პლატფორმის შერჩევა და ციფრული ტრანსფორმაციის ინდივიდუალური საგზაო რუკის (Roadmap) შექმნა.

3

სისტემის დიზაინი და იმპლემენტაცია

მორგებული სამუშაო სივრცის აწყობა: სტრუქტურირება, ავტომატიზაცია და AI ფუნქციონალის ინტეგრაცია.

4

გუნდის ტრენინგი და ადაპტაცია

თანამშრომლების მომზადება ახალი პრაქტიკების დასანერგად და ხელსაწყოების ეფექტიანი გამოყენებისთვის.

5

მონაცემთა მიგრაცია

კრიტიკული ბიზნეს-ინფორმაციის უსაფრთხო, ზუსტი და სტრუქტურირებული გადატანა ახალ ეკოსისტემაში.

6

მხარდაჭერა და ოპტიმიზაცია

სისტემის უწყვეტი მონიტორინგი, მასშტაბირება და პროცესების გაუმჯობესება, მდგრადი შედეგისთვის
Clients

დამკვეთები

bottom of page