top of page
Nino Gorgadze
ნინო გორგაძე, PMP® | PMI-ACP®

AI FOR PRODUCTIVITY
Tools,  Automations & Agents

მართვის გამარტივება, დროის დაზოგვა და შედეგების გაუმჯობესება ხელოვნური ინტელექტის (AI) ინსტრუმენტებით 

ნინო გორგაძე, PMP® | PMI-ACP®
project-management-professional-pmp
pmi-agile-certified-practitioner-pmi-acp
Monday Badge.png
Screenshot 2026-01-09 115039.png
IPMA-Georgia

კურსის აღწერილობა

ხელოვნური ინტელექტი სამ სტადიას გადის: ასისტენტი — რომელიც პასუხობს, ავტომატიზაცია — რომელიც პროცესს ასრულებს, და აგენტი — რომელიც დამოუკიდებლად ფიქრობს, გადაწყვეტილებას იღებს და მოქმედებს შენს მაგივრად.

ეს კურსი გაჩვენებს, როგორ დაეუფლო ამ სამივე დონეს — სისტემურად, პრაქტიკულად და ნაბიჯ-ნაბიჯ. დაიწყებ AI-ის გაგებით და კონტროლით, გააგრძელებ ასისტენტების, პროექტებისა და ცოდნის სისტემების აგებით, გადახვალ ავტომატიზაციებსა და Workflow-ებზე — და დაამთავრებ AI აგენტებით: Make Agent-ით, ChatGPT Agent Mode-ით და Claude Cowork-ით.

ნახავ მთლიან სურათს — სად დგას ChatGPT, Claude და Gemini, სად მუშაობს Manus, OpenClaw, AutoGPT, Hermes და Lindy — და გაიგებ, სად ასისტენტი, სად ავტომატიზაცია და სად — AI აგენტი. ეს კონტექსტი დაგეხმარება კურსის ყოველ სესიაზე.

კურსის მიზანი

 

კურსის მიზანია გაიყვანოს მსმენელი AI-ის სრულ სპექტრზე — ჩატბოტიდან პერსონალურ ასისტენტამდე, ავტომატიზაციებიდან AI აგენტებამდე, რომლებიც რეალურ ამოცანებს ასრულებენ შენს გარეშე. კურსის დასრულების შემდეგ სტუდენტი არა მხოლოდ იყენებს AI ინსტრუმენტებს — ის ააწყობს სისტემებს, ასრულებს ავტომატიზაციებს და მართავს AI აგენტებს.

 

ხანგრძლივობა: 16 საათი (8 სესია)

განრიგი: სამშაბათი, ხუთშაბათი.  2026

ფორმატი: ონლაინ

სერტიფიკატი: ორენოვანი, საერთაშორისო

ფასი: 900 ლარი

რას ისწავლი ამ კურსზე?

ამ კურსზე ისწავლი, როგორ გამოიყენო AI სამივე დონეზე — ასისტენტი, ავტომატიზაცია და აგენტი — როგორც ერთიანი სამუშაო სისტემა.

კურსის დასრულების შემდეგ შეძლებ:

  • გაიგო AI-ის მთლიანი ლანდშაფტი — სად ასისტენტი, სად ავტომატიზაცია, სად AI აგენტი — და ნავიგაცია გაუკეთო ამ სამყაროს

  • გამოიყენო Claude Desktop და ChatGPT Desktop — AI პირდაპირ შენს კომპიუტერში, ბრაუზერის გარეთ

  • შექმნა პერსონალური AI ასისტენტები, რომლებსაც ახსოვთ შენი კლიენტები, პროექტები და სამუშაო სტილი

  • გაანალიზო მონაცემები და ცხრილები კოდის წერის გარეშე — AI წერს და ასრულებს, შენ მხოლოდ კითხვას სვამ

  • ჩაშენო AI ცოდნის სისტემაში — დოკუმენტებზე, კვლევებსა და შიდა მასალებზე მუშაობისას

  • შექმნა ვიზუალური შედეგები — პრეზენტაციები, დიზაინი, ინფოგრაფიკა და ვიდეო

  • ააწყო Make.com-ის Workflow-ები, რომლებიც შენს გარეშე მუშაობს

  • ააწყო Make Agent — Workflow, რომელიც კონტექსტის მიხედვით დამოუკიდებლად იღებს გადაწყვეტილებებს

  • გამოიყენო ChatGPT Agent Mode — AI, რომელიც ბრაუზერში ნავიგაციას, ფაილების შექმნასა და Multi-Step ამოცანებს ასრულებს შენს მაგივრად

  • გამოიყენო Claude Cowork — AI, რომელიც პირდაპირ შენს კომპიუტერზე მუშაობს და რთულ ამოცანებს ავტონომიურად ასრულებს

  • გაიგო, სად Make Agent, სად ChatGPT Agent, სად Cowork — და სწორი ინსტრუმენტი სწორ ამოცანაზე გამოიყენო

ვისთვისაა კურსი?

მოქმედი მენეჯერებისთვის

ვისაც სურს არა მხოლოდ საკუთარი პროდუქტიულობის, არამედ გუნდის და პროცესების ტრანსფორმაცია, AI ასისტენტებისა და ავტომატიზაციების დახმარებით.

AI მომხმარებლებისთვის

ვისაც  სურს ისწავლოს როგორ ააწყოს პერსონალური ასისტენტები, ინტეგრაციები და სიღრმისეული workflow-ები 

ბიზნეს ლიდერებისთვის

ვისაც სურს გუნდების სტრატეგიული შესაძლებლობების გაზრდა, პროცესების ინტეგრირებული მართვა და AI-ზე დაფუძნებული უპირატესობის შექმნა.

1111_edited.jpg

პროფესიული პროგრამები, რომელსაც გასწავლი:

  • AI მოდელები: ChatGPT, Claude, Gemini

  • Desktop და Connectors: Claude Desktop, ChatGPT Desktop

  • ასისტენტები და Projects: Claude Projects, ChatGPT Projects, Custom GPTs, Claude Artifacts, Canvas

  • მონაცემები: ChatGPT Advanced Data Analysis

  • კვლევა და ცოდნა: Deep Research, NotebookLM

  • ვიზუალი და დიზაინი: Claude Design, Gamma, HeyGen

  • ავტომატიზაცია: Make.com, ChatGPT Tasks

  • AI აგენტები: Make Agent, ChatGPT Agent Mode, Claude Cowork

სილაბუსი

დარეგისტრირდი

აირჩიე კურსი
bottom of page