კურსის აღწერილობა
ხელოვნური ინტელექტი აღარ არის უბრალოდ დროის დამზოგავი ინსტრუმენტი.
დღეს AI ხდება სამუშაო ასისტენტი, ანალიტიკოსი და გადაწყვეტილებების მხარდამჭერი, რომელიც ცვლის ჩვენს ყოველდღიურ სამუშაოს.
ეს კურსი გაჩვენებთ, როგორ გამოიყენოთ AI რეალურ სამუშაო კონტექსტში - არა ფრაგმენტულად და ქაოტურად, არამედ სისტემურად და გააზრებულად. თქვენ ისწავლით, როგორ გადაიქცეს AI თქვენი პირადი სამუშაო ასისტენტად: დაგეხმაროთ ტექსტებთან, მონაცემებთან, კვლევებთან, ვიზუალიზაციებთან, პრეზენტაციებთან და პროცესების გამარტივებასთან.
კურსის განმავლობაში იმუშავებთ ისეთ ინსტრუმენტებთან, როგორებიცაა ChatGPT და მისი Custom GPTs, Gemini და Google Workspace, Claude Artifacts, ClickUp AI, Make.com, Gamma, Heygen — არა როგორც ცალკე ხელსაწყოები, არამედ როგორც ერთიანი სამუშაო ეკოსისტემა.
კურსის მიზანი
კურსის მიზანია მენეჯერებსა და გუნდის ლიდერებს აჩვენოს, როგორ გარდაქმნან AI-ით არა მხოლოდ საკუთარი პროდუქტიულობა, არამედ მთელი გუნდისა და ორგანიზაციის პროცესები — პერსონალური ასისტენტების, ავტომატიზაციების და ინტეგრირებული workflow-ების შექმნით.
ხანგრძლივობა: 20 საათი (10 სესია)
განრიგი: სამშაბათი, ხუთშაბათი. 2026
ფორმატი: ონლაინ
სერტიფიკატი: ორენოვანი, საერთაშორისო
ფასი: 1000 ლარი
რას ისწავლი ამ კურსზე?
ამ კურსზე ისწავლი როგორ გამოიყენო ხელოვნური ინტელექტი როგორც სამუშაო სისტემა, და არა როგორც ცალკეული ხელსაწყო ან ექსპერიმენტი.
კონკრეტულად, შეძლებ:
-
პერსონალური AI ასისტენტების აწყობას ChatGPT Custom GPT-ებითა და Gemini Gems-ით — განმეორებადი სამუშაოების, რეპორტინგის, კვლევისა და ყოველდღიური ამოცანების გასამარტივებლად
(აგენტები აქ ნიშნავს შენზე მორგებულ სამუშაო ასისტენტებს, არა ტექნიკურ ავტონომიურ სისტემებს) -
AI-ის გამოყენებას სიღრმისეული კვლევისა და დიდი მოცულობის ინფორმაციის დამუშავებისთვის — ბაზრის კვლევა, დოკუმენტების შედარება, რისკების იდენტიფიკაცია და გადაწყვეტილებებისთვის საჭირო სტრუქტურირებული დასკვნების მიღება
(Claude Artifacts-ის გამოყენებით მკაფიო ცხრილებისა და მატრიცების შესაქმნელად) -
AI-ის ჩაშენებას ყოველდღიურ სამუშაო გარემოში — Gmail, Google Docs, Sheets და Slides-ში, რათა ტექსტები, მეილები, მონაცემები და პრეზენტაციები გადაიქცეს უფრო გასაგებ და გამოსაყენებელ შედეგებად
-
AI-ის გამოყენებას სამუშაოსა და პროექტების მართვაში (ClickUp AI — use case დონეზე), რათა:
-
უკეთ დაინახო პრიორიტეტები
-
გაანაწილო დატვირთვა
-
შეამცირო ქაოსი დავალებებში (არა როგორც tool training, არამედ როგორც სამუშაო ლოგიკა)
-
ვიზუალების და პრეზენტაციების შექმნას AI-ის დახმარებით — პრეზენტაციები, one-pager-ები, ვიზუალური რეპორტები და მოკლე ვიდეო კონტენტი დიზაინერის გარეშე (ChatGPT, Gemini Canvas, Gamma, Nano Banana, HeyGen)
-
ავტომატიზაციის აზროვნების ჩამოყალიბებას — როდის აქვს აზრი პროცესების ავტომატიზაციას და როდის არა, Make.com-ის მაგალითზე, კოდირების გარეშე
-
სტრატეგიული გადაწყვეტილებების მხარდაჭერას AI-ის გამოყენებით — მონაცემების, კვლევისა და სხვადასხვა სცენარის გააზრებული შედარებით
ვისთვისაა კურსი?
მოქმედი მენეჯერებისთვის
ვისაც სურს არა მხოლოდ საკუთარი პროდუქტიულობის, არამედ გუნდის და პროცესების ტრანსფორმაცია, AI ასისტენტებისა და ავტომატიზაციების დახმარებით.
AI მომხმარებლებისთვის
ვისაც სურს ისწავლოს როგორ ააწყოს პერსონალური აგენტები, ინტეგრაციები და სიღრმისეული workflow-ები
ბიზნეს ლიდერებისთვის
ვისაც სურს გუნდების სტრატეგიული შესაძლებლობების გაზრდა, პროცესების ინტეგრირებული მართვა და AI-ზე დაფუძნებული უპირატესობის შექმნა.

პროფესიული პროგრამები, რომელსაც გასწავლი:
-
AI ხელსაწყოები: ChatGPT, Claude, Gemini,
-
ინტეგრაციები და ავტომატიზაციები - Make.com
-
პროექტების და საქმეების მართვისთვის: ClickUp Brain
-
პრეზენტაციები და ვიზუალიზაცია: ChatGPT, Gamma, HeyGen
-
AI აგენტები და ასისტენტები: მორგებული AI აგენტებისა და სამუშაო ასისტენტების აგება ყოველდღიური პროცესების გასამარტივებლად







