კურსის აღწერილობა
თუ არ გაქვს ათობით საათი და ათასობით ლარი ვიდეოების, რილსების და პროფესიული ფოტოების გადასაღებად — ეს მასტერკლასი შენთვისაა.
ხელოვნური ინტელექტის საშუალებით შეგიძლია შექმნა შენი ბრენდის იმიჯი — ვიდეოებით, ფოტოებით და AI Twin-ით — სწრაფად, მარტივად და ბიუჯეტურად.
მასტერკლასის მიზანი
მასტერკლასის მიზანია ფრილანსერებსა და მცირე მეწარმეებს აჩვენოს, როგორ გამოიყენონ AI საკუთარი ციფრული იმიჯის შესაქმნელად —
HeyGen-ის, Veo 3-ის და Nano Banana-ს მეშვეობით შექმნან პროფესიული ვიდეოები, ფოტოები და პერსონალური AI Twin.
ხანგრძლივობა: 3 საათი (1 სესია)
ფორმატი: ონლაინ
სერტიფიკატი: ორენოვანი
ფასი: 100 ლარი
რას ისწავლი ამ კურსზე?
HeyGen — შენი AI ვიდეო და ციფრული ტყუპი
-
შექმნი შენს AI Twin-ს, რომელიც საუბრობს შენს მაგივრად.
-
ისწავლი მრავალსცენარიანი ვიდეოების აწყობას HeyGen-ში.
-
გაიგებ, როგორ შეიძლება შეიქმნა ვიდეოსერიები შენი ბიზნესისთვის.
-
გაიგებ როგორ შექმნა სცენარები ვიდეოსთვის
ვიდეოს გენერაცია
-
შექმნი 8 წამიან სცენებს, პროდუქტების ან მომსახურების პრეზენტაციებისთვის.
-
ისწავლი ვიზუალური თანმიმდევრობის და სცენარების აწყობას ისე, როგორც პროფესიონალები ქმნიან რილსებს.
Nano Banana — პროფესიული AI ფოტოსესია
-
აირჩევ ბიზნეს, კრეატიულ ან პერსონალურ სტილს.
-
შექმნი ხარისხიან AI ფოტოს შენი სოციალური პროფილებისთვის.
-
მიიღებ ფოტოებს LinkedIn-ის, Instagram-ის ან ვებსაიტისათვის შესაბამისი ფორმატით.
ვი სთვისაა კურსი?
ფრილანსერებისთვის
ვისაც სურს თავი წარმოაჩინოს პრ ოფესიულად — კონსულტანტები, ტრენერები, დიზაინერები და სხვა.
მცირე მეწარმეებისთვის
ვინც ამზადებს პროდუქტის ან სერვისის ვიდეოებსა და ფოტოებს.
მცირე ბიზნესისთვის
რომლებსაც სჭირ დებათ სოციალური მედიისთვის რეგულარული, მაგრამ ხარისხიანი შინაარსი.
კორპორატიული ტრენინგი - ბიზნესისთვის
AI პორტფოლიო თქვენი ბიზნესისთვის
ჩვენი კორპორატიული ტრენინგი არ არის გენერიკული მასტერკლასი. ეს არის თქვენს საჭიროებაზე მორგებული პრაქტიკული სესიები, სადაც თქვენი გუნდი საფუძვლიანად სწავლობს AI ვიდეოს წარმოქმნას და პარალელურად ქმნის რეალურ კონტენტს, რომელსაც პირდაპირ გამოიყენებთ შიდა კომუნიკაციაში, გაყიდვებში, PR-ში ან ტრენინგებში.
ვმუშაობთ თქვენს გამოწვევებზე — არა აბსტრაქტულ მაგალითზე.
რა გავაკეთებთ ტრენინგზე
-
შევქმნით თქვენი კომპანიის AI Twin-ს / spokes-character-ს (ციფრული წარმომადგენელი, რომელიც საუბრობს თქვენი ბრენდის სახელით).
-
ვისწავლით მრავალსცენარიანი ვიდეოების აწყობას HeyGen-ში — სტრუქტურირებული მესიჯით, ქოლ-ტუ-ექშენით და ბრენდირებული ვიზუალებით.
-
ვისწავლით AI Avatar შექმნას, და ვიდეო-პრეზენტაციების გენერირებას.
-
ვაჩვენებთ როგორ ხდება მრავალენოვანი თარგმნა, ხმის შექმნა და სუბტიტრები ქართულად და სხვა ენებზე
-
შევქმნით მოკლე ან სცენარებიანი ვიდეო ასეტებს Runway ML-ის მსგავსი გენერატიული ვიდეოინსტრუმენტებით (სტილი, ფონი, სცენა) პროფესიული ლუქისთვის.
-
ვიმუშავებთ იმ კონტენტზე, რომელიც თქვენ რეალურად გჭირდებათ ახლა
რა შედეგით ტოვებთ ტრენინგს
-
მზად გაქვთ თქვენი ბიზნესისთვის დამზადებული ვიდეოები, გამოყენებისთვის მზად (შიდა ან გარე არხებზე).
-
გაქვთ თქვენი კომპანიის ციფრული წარმომადგენელი (AI Twin / spokesperson), რომლის გამოყენება შეგიძლიათ განმეორებადად.
-
გუნდს აქვს ნაბიჯ-ნაბიჯ პროცესი: ტექსტის დაწერიდან, ჩაწერიდან და თარგმანიდან საბოლოო ბრენდირებულ ვიდეომდე.
-
თითოეულ მონაწილეს ესმის, როგორ შეუძლია ამ პროცესის გამეორება თავად — დამოუკიდებლად, სტაბილურად და ხარისხის დაკარგვის გარეშე.
-
კომპანიისთვის იქმნება ვიდეოკომუნიკაციის სტანდარტი, რომელიც ამცირებს ხარჯს და აჩქარებს შეტყობინების გამოშვებას (ტრენინგები, დაზღვევა, გაყიდვები, ცვლილებების კომუნიკაცია, ყველაფერი).






