კურსის აღწერილობა
Microsoft Project არის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ინსტრუმენტი პროექტების დაგეგმვისა და კონტროლისთვის. Advanced კურსი გასწავლის არა მხოლოდ სტანდარტული ფუნქციონალის გამოყენებას, არამედ რესურსების, ხარჯების, ბეისლაინებისა და ქასთამიზებული რეპორტების მართვას, რაც მენეჯერებს აძლევს შესაძლებლობას მართონ კომპლექსური პროექტები ზუსტად და ეფექტურად.
ჩემი სამუშაო პროგრამაა 2011 წლიდან, ხოლო ვასწავლი 2015 წლიდან. გადამზადებული მყავს 3000+ მონაწილე 100-ზე მეტი ორგანიზაციიდან, Microsoft Project-ში (როგორც პროექტების მართვის კურსის ფარგლებში, ასევე დამოუკიდებლად პროგრამაში)
კურსის მიზანი
კურსის მიზანია მენეჯერებსა და პროექტების ხელმძღვანელებს მისცეს სიღრმისეული ცოდნა Microsoft Project-ის გამოყენებაში — რათა შეძლონ რთული გრაფიკების, რესურსებისა და ხარჯების მართვა, ცვლილებების კონტროლი და რეალურ ორგანიზაციულ პროექტებში მიღებული შედეგების ოპტიმიზაცია.
ხანგრძლივობა: 12 საათი (6 სესია)
განრიგი: ორშაბათი, პარასკევი. 2025
ფორმატი: ონლაინ
სერტიფიკატი: ორენოვანი
ფასი: 700 ლარი
რას ისწავლი ამ კურსზე?
-
როგორ გამოიყენო MS Project ინტერფეისი, პარამეტრები და წყობის ლოგიკა რეალურ პროექტებზე
-
როგორ ააგო სრულფასოვანი WBS, განრიგი და კრიტიკული ბილიკი
-
როგორ მართო რესურსები, ხარჯები და ოვერალოკაცია
-
როგორ დააფიქსირო ბეისლაინები და მოამზადო ქასთამიზებული რეპორტები
-
როგორ გამოიყენო დამატებითი ფუნქციები (კალენდრები, კოლონები, ოვერთაიმი, რამდენიმე ბეისლაინი) და მოარგო რეალურ პროექტებს
შედეგი: კურსის დასრულების შემდეგ შეძლებ ეფექტურად მართო რთული და მრავალფაზიანი პროექტები MS Project-ში — სრულად აკონტროლო რესურსები და ხარჯები, დაგეგმო და გაანალიზო კრიტიკული ბილიკი, გამოიყენო ბეისლაინები და ქასთამიზებული რეპორტები.
ეს მოგცემს საშუალებას დაზოგო დრო, შეამცირო შეცდომები და მიიღო უფრო ზუსტი გადაწყვეტილებები რეალურ პროექტებზე მუშაობისას.
ვისთვისაა კურსი?
მოქმედი მენეჯერებისთვის
ვისაც სურს აითვისოს MS Project-ის გაფართოებული შესაძლებლობები და გამოიყენოს ისინი კომპლექსურ პროექტებში.
პროექტის მენეჯერებისთვის
ვისაც სჭირდება რესურსებისა და ხარჯების ზუსტი კონტროლი, განრიგის ანალიზი და კრიტიკული ბილიკის მართვა.
ორგანიზაციებისთვის
რომელთაც სურთ შექმნან ერთიანი სტანდარტები, ქასთამიზებული რეპორტები და გამოიყენონ MS Project რეალურ ბიზნეს პროცესებში.
_svg.png)
MS PROJECT საუკეთესოა:
-
სიღრმისეული განრიგის მართვა — რთული პროექტების გეგმების აგება Gantt Chart, Network Diagram და Calendar ხედებით, კრიტიკული ბილიკის ზუსტი ანალიზით.
-
რესურსებისა და ხარჯების კონტროლი — ადამიანური და მატერიალური რესურსების ალოკაცია, დატვირთვის ბალანსი, ხარჯების დაგეგმვა და ოვერალოკაციის მართვა.
-
ბეისლაინები და პროგრესის მონიტორინგი — პროექტის საწყისი გეგმების დაფიქსირება, ცვლილებების კონტროლი და შესრულების შედარება.
-
მძლავრი რეპორტინგი — სტანდარტული და ქასთამიზებული რეპორტების შექმნა სტეკჰოლდერებისთვის და ხელმძღვანელობისთვის.






